Amanati logo
 


›   მთავარი ›   სიახლეები ›   დახმარება ›   ჩვენს შესახებ ›   კონტაქტი ›  ბალანსის შევსება ›   პირობები  
Share |
Login სისტემაში შესვლა
ელ.ფოსტა
პაროლი
 
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
კატეგორია >

Terms

მომხმარებლის პირობები:

 

შემსრულებელი: შპს.”ამანათი”
მომხმარებელი: ფიზიკური/იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს შპს “ამანათი”-ს გადაზიდვის სერვისით
კომპანია “ამანათი”-ში მომხამრებლის რეგისტრაცია უფასოა და ნებაყოფლობითი. რეგისტრაცია ხორციელდენა ვებ-გვერდზეwww.amanati.com მომსახურების პირობები საჯაროა. კომპანია “ამანათი”-ს მომსახურებით სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი დაეთანხმა აღნიშნულ მომსახურების პირობებს, მხოლოდ მისი გაცნობის შემდეგ.



1. ტრანსპორტირების ღირებულება, გზავნილის წონის დამრგვალება და გადახდა:


1.1 ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება გზავნილის საერთო წონის მიხედვით, მისი რეალური და მოცულობითი წონის გათვალისწინებით. თუ მოცულობითი წონა აჭარბებს რეალურს, მაშინ ტრანსპორტირების გადასახადი დაითვლება მოცულობითი წონიდან.
1.2 მოცულობითი წონა გამოითვლება შემდეგნაირად: გზავნილის სიგრძე, სიგანე და სიმაღლე გადამრავლდება და გაიყოგა 6000-ზე.
1.3 ტრანსპორტირების ღირებულება შეადგენს 7 ევროს ერთ კგ-ზე. (გადახდის დღისთვის ევროს შესყიდვის კურსით ლარებში)
1.4 0.5 კგ-მდე წონის ამანათების ტრანსპორტირების ღირებულება 3.5 ევროს შეადგენს. 0.5-დან მეტი წონის ამანათების დამრგვალება არ მოხდება და გამოითვლება რეალური ან მოცულობითი წონის შესაბამისად.


2. გზავნილის მოცულობის შემცირება:


2.1 გზავნილის მოცულობის შემცირება ნიშნავს შეფუთვის სიცარიელის მინიმიზაციას. ჩვენ ვახდენთ ამანათების ავტომატურად გადაფუთვას პარკებში, ზომების შემცირების მიზნით. თუ არ გსურთ რომ თქვენი ამანათი გადაიფუთოს, გთხოვთ წინასწარ შეატყობინოთ ჩვენს ოპერატორს.
2.2 ელექტრო ტექნიკის და ადვილად მსხვრევადი პროდუქციის ყუთების ზომაში შემცირება უსაფრთხოების მიზნით არ ხდება.
2.3 დაზღვეული გზავნილი მოცულობის შემცირების სერვისს არ ექვემდებარება.


3. კურიერის მომსახურება:


3.1 ჩვენი კურიერის მომსახურება თბილისის ცენტრალური უბნები 3 ლარია. თბილისის გარე უბნები* 6 ლარად და საქართველოს რეგიონები 10 ლარი.

*თბილისის გარე უბნებში შედის: ზაჰესის დასახლება/ ვარკეთილის მეურნეობის დასახლება/აეროპორტის დასახლება/ რუსთავის გზატკეცილი/ წყნეთი/ წავკისი.
3.2 ვებ-გვერდზე მომხმარებლის მისამართის ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ გზავნილის თბილისის საწყობში მიღებამდე.
3.3 სანამ კურიერი მოვა ფიქსირებულ მისამართზე, იგი დარეკავს თქვენს მობილურ ნომერზე და თუ თქვენთან კავშირი არ განხორციელდა, გზავნილს დააბრუნებს საწყობში.

3.4 ამანათის მისაღებად საჭიროა მომხმარებელმა თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი.
3.5 გზავნილის მესამე პირზე გადაცემა დაუშვებელია.



4. დაზღვევა და დაზღვევის პირობები:


4.1 გზავნილის დასაზღვევად საჭიროა წინასწარ (ამანათის საქართველოში გადმოგზავნამდე) დაიდოს ხელშეკრულება და თან დაერთოს გზავნილის ორიგინალი ინვოისი.
4.2 დაზღვევა მოიაზრებს გზავნილის დაცვას გარე დაზიანებისგან ან დაკარგვისგან.
4.3 კერძო პირის მიერ გამოგზავნილი გზავნილი ავტომატურად დაზღვეული არ არის.
4.4 გზავნილი, რომელსაც ორიგინალი ინვოისი თან არ ერთვის არ დაიზღვევა.
4.5 მსხვრევადი საქონელი დაზღვევის მიერ არ ანაზღაურდება, თუ შეფუთვა ვიზუალურად დაზიანებული არ არის.
4.6 მოცულობის შემცირების სერვისი დაზღვეულ გზავნილზე არ განხორციელდება და გზავნილი გადაიგზავნება ორიგინალი შეფუთვით.
4.7 სადაზღვევო პრემიის მაქსიმუმი ერთ ამანათზე 300 ლარს შეადგენს და ანაზღაურდება განაცხადის წარდგენიდან ერთი თვის განმავლობაში.
4.8 300 ლარზე მეტი ღირებულების ამანათის სადაზღვევო პრემია, მისი ღირებულების 5 %-ს შეადგენს და იგი უნდა დაიფაროს ამანათის საქართველოში გადმოგზავნამდე.


5. დეკლარირება / გადაფუთვა / განბაჟება:


5.1 გზავნილი, რომლის ღირებულება აღემატება 300 ლარს ან 30 კილოგრამს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად განბაჟებულ უნდა იქნას მომხმარებლის  მიერ.
5.2 მომხმარებელი ვალდებულია განახორციელოს დეკლარირება> www.a-manati.com გვერდზე არსებული ,,ახალი ამანათის დეკლარირება,, ფორმულარის შევსებით. ამანათები დეკლარაციის გარეშე დარჩება შესაბამის საწყობში, სანამ არ მოხდება მათი სრული დეკლარირება.
5.3 დეკლარირების სისწორეზე სრულ პასუხისმგებლობას ღებულობს მომხმარებელი.
5.4 იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო სამსახური ან ფინანსთა სამინისტრო დააკისრებს საჯარიმო სანქციას კომპანია “ამანათს”იმის გამო, რომ მომხმარებელმა მომსახურების პირობები დაარღვია-პროდუქციის არასრული ან არაზუსტი დეკლარირება გააკეთა, აღნიშნული ჯარიმის გადახდა დაეკისრება მომხმარებელს. 
კომპანიის მომსახურების საფასური გადახდილ უნდა იქნას საბაჟო პროცედურების დაწყებამდე.
5.5 მომხმარებლის მიერ აკრძალული საქონლის გადაგზავნის შემთხვევაში, კომპანია “ამანათი” პასუხს არ აგებს საბაჟო სამსახურის მიერ გზავნილის დაყადაღებაზე.

5.6 გადაფუთვის სერვისის გადასახადი ეხება მხოლოდ მომხმარებლის მიერ პირდაპირ ონლაინ~მაღაზიაში შეზენილ ან პირადი გზავნილის ამანათებს. ჩვენი დახმარებით შეძენილი ამანათების გადაფუთვა უფასოა და შედის მომსახურების გადასახადში(იხილეთ პუნქტი 2.).უფასო რჩება ამანათების მოცულობის შემცირება ორმაგ ყუთებში არსებული პროდუქციის ორიგინალი ყუთით გამოგზავნით. გადაფუთვას არ ექვემდაბერა ელექტრონული და მსხვრევადი პროდუქცია.

5.7 მომხმარებლის მიერ ჩამოსულ ამანათზე უარის თქმის შემთხვევაში კომპანია ამანათი იტოვებს უფლებას დააჯარიმოს მომხმარებელი1000 ევროს ექვივალენტი ლარში! 


6. შეკვეთის პირობები და გადამოწმების სერვისი


ფირმა ,,ამანათი,, გთავაზობთ ონლაინ-მაღაზიებში  ანგარიშსწორების ორ სისტემას:
1. ანგარიშსწორება სასურველი ნივთის შეძენისთანავე ონლაინ-მააზიაში თქვენი საკრედიტო ბარათით.  (ამ შემთხვევაში არ იხდით მომსახურების გადასახადს 10%-ს). თქვენს მიერ შეცდომით გამოწერილ ამანათებზე კომპანია ,,ამანათი,, პასუხისმგებლობას არ იღებს და ამგვარი ამანათების უკან გაგზავნა ფასიანია: 1-დან 10-კგ.-მდე ამანათების უკან გაგზავნა ჯდება 10 ევრო. 10-კგ.-ზე მძიმე ამანათები 20 ევროდან. მომხმარებლის მიერ გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში ძალაში შედის მომხმარებლის პირობების 5.7 პუნქტი.

2. სასურველი ნივთის გამოწერა ჩვენი მეშვეობით (მომსახურება 5-დან - 10%-მდე).

ა)  შეავსეთ თქვენი დეპოზიტი შესაბამისი თანხით (პროდუქციის + შიდა შიფინგის+ მომსახურების მაქსიმუმ 10%).

ბ)  გააფორმეთ შეკვეთა შესაბამისი ფორმულარით ონლაინ რეჟიმში, ან მობრძანდეთ ჩვენს ოფისში შეკვეთის ადგილზე გასაფორმებლად.
ბ)  შეკვეთის მიღების შემდეგ, თქვენს ამანათის გვერდზე აისახება  პროდუქციის ინვოისი PDF ფორმატში. გადახდა ხდება ,,გადავიხადოთ,, ღილაკზე დაჭერით. თქვენს დეპოზიტს ავტომატურად ჩამოეჭრება შესაბამისი ინვოისის თანხა.
დ) ამანათის ტრანსპორტირების გადასახადს იხდით გზავნილის ჩვენს უცხოეთის საწყობში შემოსვლის შემდეგ ან ამანათის გატანისას არაუგვიანეს 1 თვის მანძილზე.

ე)  გადამოწმების სერვისი დამატებით 2 € ევროპა და 2 $ აზიის შეკვეთებს ემატება. გადამოწმების სერვისი შეიცავს ზომის / ფერის / რაოდენობის და ვიზუალურად დაზიანებულ პროდუქციის სისწორეს. გადამოწმების სერვისი არ შეიცავს მომხმარებლის მიერ პირდაპირი გზით შეძენილ პროდუქციას და პროდუქციის ხარისხს! გადამოწმების სერვისის გამოყენებით მომხმარებელი დაცულია ონლაინ-მაღაზიების მიერ დაშვებული შეცდომებისგან. გადამოწმების სერვისით მონიშნული ამანათების სისწორეზე შემოწმება ხდება მომხმარებლის მიერ ამანათის გატანისას თბილისის ფილიალში ერთერთი ოპერატორის თანდასწრებით. ოფისიდან გატანილ ამანათზე კომპანია ამანათი პასუხს აღარ აგებს. გადამოწმების სერვისი ეხება საქართველოში ჩამოსულ შეცდომით პროდუქციას, ტრანსპორტირების თანხის სრული ანაზღაურებით.
შესრულებული შეკვეთის მომხმარებლის მხრიდან გაუქმების მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელს უბრუნდება მხოლოდ პროდუქციის თანხა, შიდა შიფინგის და მომსახურების 10% გარეშე!

დეპოზიტის გარეშე შესრულებული შეკვეთები უქმდება 6 საათის განმავლობაში (H&M-ზე 30 წუთში).  დაგვიანებული თანხის შემოტანის შემთხვევაში, ფირმა ,,ამანათი,, თავიდან იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას შეკვეთის შეუსრულებობაში! გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ, ევროპულ ონლაინ-მაღაზიებში, იაფი ან ჩამოფასებული პროდუქცია შეზღუდული ან მცირე რაოდენობით არის განთავსებული და სწრაფად იყიდება.


7. საქონლის საიმპორტო შეზღუდვები:


7.1 პროდუქცია,რომლის იმპორტი საქართველოში შეზღუდულია.
    ასეთ პროდუქციას განეკუთვნება:
 

•    ბიო არომატიზატორები.
•    საღებავი.
•    ალკოჰოლური სასმელები.
•    საკვები პროდუქცია.
•    ფეთქებადი ნივთიერებები ან პროდუქცია.
•    პორნოგრაფიული სახის პროდუქცია.
•    ცხოველები, მცენარეები, თევზები. ჩიტები, მღრღნელები და ა.შ.
•    ტოქსიკური ნივთიერებები.
•    ცეცხლსასროლი იარაღები,ნაწილები ან იარაღის აქსესუარები.
•    თუთუნი,ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია ან მცენარეები,ან მათი თესლი.
•    ცხოველების ფიტულები,ძვლები,ბეწვი,სპილოს ძვალი და ა.შ.
•    რეალური ფული-მონეტები ან ბანკნოტები.
•    სუნამო.
•    ჟურნალები და კატალოგები.

7.2 მომხმარებლის მიერ აკრძალული პროდუქციის გადაგზავნის შემთხვევაში ,კომპანია “ამანათი” პასუხს არ აგებს საქართველოში საქონლის მოწოდებაზე, ან საბაჟო სამსახურის მიერ გზავნილის დაყადაღებაზე.
7.3 თუ მომხმარებელი აკრძალულ პროდუქციას მაინც გადაგზავნის კომპანია “ამანათის”გერმანიის საწყობში, კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას უკან გადაუგზავნოს აკრძალული გზავნილი ონლაინ-მაღაზიას ან ფიზიკურ პირს, რომელმაც გზავნილი გამოაგზავნა. ზემოხსენებული დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელს შეუწყდება მომსახურება და დაჯარიმდება. შეზღუდული საქონლის სრული სიის სანახავად, გთხოვთ ესტუმროთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს http://www.mof.ge/1788#2 ვებგვერდს.


8. ფრენის გეგმა, გადახდისა და გზავნილის მიღების დრო:


8.1 ამანათები იგზავნება გერმანიიდან ყოველ კვირას . (პარასკევის 10 სთ.-მდე შემოსული ამანათები იგზავნება).
8.2 ტრანსპორტირების გადასახადი (ინვოისი) იგზავნება შესაბამისი ამანათის წონის სისტემაში შეყვანისას.
8.3 ტრანსპორტირების ინვოისის გადაგზავნიდან სამი დღის განმავლობაში გადახდილ ამანათებს კურიერი ამანათს მიუტანს დანიშნულების ადგილზე. (აუცილებელია ტრანსპორტირების საფასურის დროული გადახდადა აგრეთვე კურიერის სერვისის მონიშვნა გადახდამდე).

8.4 რეისის დაგვიანებაზე ფორს-მაჟორული მიზეზების გამო, კომპანია “ამანათი”პასუხს არ აგებს.


9. სხვა შეზღუდვები და პირობები:

1.1  კომპანია “ამანათი”პასუხისმგებლობას არ იღებს ონლაინ - მაღაზიების მიერ შეცდომით გამოგზავნილ პროდუქციაზე (ფერი / ზომა), შეკვეთები ხორციელდება მომხმარებლის მიერ გადმოგზავნილი ლინკებით (ბმული) და მხოლოდ ჩვენს მიერ შეცდომით შეკვეთილ პროდუქციაზე მოხდება თანხის სრული ანაზღაურება.
1.2 კომპანია “ამანათი” მომხმარებელი ვალდებულებას იღებს ყველა მის მიერ ონლაინ-მაღაზიებში პროდუქციის გამოწერისას, ან სხვა გზებით  გამოწვეული ანგარიშების დავალიანების დროულ გადახდას. წინაამღდეგ შემთხვევაში მომხმარებლის მონაცემები და დავალიანება გადაეცემა გერმანიის სასამართლოს.

1.3 მომხმარებლის მიერ ჩვენი გადაზიდვის მომსახურებით ჩამოტანილ ამანათზე უარის თქმის შემთხვევაში, ჯარიმა 1000 ევროს ექვივალენტი ლარში! ამანათები რომლის წონაც 10 კგ. აღემატება, დასაწყობების გადასახადი, ჩამოსვლის დღიდან 1 კვირის შემდეგ დღიურად 10% შესაბამისი ტრანსპორტირების ინვოისის გადასახადის მიხედვით. ჩამოსვლის დღიდან 4 კვირაში მოხდება მთლიანი თანხის მიხედვით საჩივრის შეტანა მომხმარებლის სახელზე, ვაკის რაიონის სასამართლოში, რაც მომხმარებლის პირადი ქონების დაყადაღებას გამოიწვევს. 
1.4 კომპანია “ამანათი”ვალდებულებას იღებს მომხმარებელთან მხოლოდ იმ სერვისზე, რაც აღწერილია კომპანიის ვებ-გვერდზე.
1.5 მომხმარებელი ეთანხმება, რომ ამანათის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტი არის ნამდვილი და დოკუმენტების ნამდვილობაზე თავად აგებს პასუხს.

1.6 ელ-ფოსტით გამოგზავნილი წერილები, ჩატი და სატელეფონო საუბრები ინახება და კომპანია უფლებას იტოვებს გამოიყენოს ისინი დანიშნულებისამებრ.




 

ball

"Amanati UG"
›   მთავარი ›   დახმარება ›   ჩვენს შესახებ ›   კონტაქტი  


ყველა უფლება დაცულია
www.wsa.ge
GeStudio

Created by Ge Studio